FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2024!
უძრავი ქონების მსოფლიო ოსკარების FIABCI Prix d' Excellence Awards-ის შესარჩევი ეროვნული დაჯილდოება წელს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდება!
თარიღი: 27.09.2024
არ გამოტოვო შესაძლებლობა გახდე გამარჯვებული ეროვნულ დონეზე და წარადგინო შენი პროექტი მსოფლიო დაჯილდოებაზე!
რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ მითითებულ ბმულს https://www.fiabciprixgeorgia.ge/რეგისტრაცია
უძრავი ქონების საერთშორისო ფედერაციის ქართული წარმომადგენლობის, FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით, 2022 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა პროექტების პირველი ეროვნული გალა-დაჯილდოება Prix d’ Excellence - უძრავი ქონების ოსკარები.
FIABCI-Georgia Prix d’Excellence ღონისძიება რეგიონში პირველად საქართველოში 2022 წელს გაიმართა. დაჯილდოება ჩატარდა “საქართველოს ბანკის”, “გალტ ენდ თაგარტის”, “დიჯითალ არეას” მხარდაჭერით. ეროვნულ დონეზე რჩეული პროექტები ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად გამოავლინეს სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულებმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშირისო დაჯილდოებაში FIABCI World Prix d'Excellence Awards, რომელიც გაიმართა MIAMI-ში.
FIABCI World Prix d’ Excellence Awards 2023-ის გამარჯვებული კატეგორიაში ,,საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა“ გახდა ,,ბათუმის სტადიონი“.
კატეგორიაში ,,ინოვაციური საოფისე შენობა“ გამარჯვებული გახდა ,,მეამა“.
ხოლო, კატეგორიაში ,,გენერალური გეგმა“ გამარჯვებული გახდა ,,მწვანე ქალაქი ლისზე“.
FIABCI-Georgia Prix d’Excellence-ის დაჯილდოებამ ერთ სივრცეში შეკრიბა უძრავი ქონების სექტორის წამყვანი მოთამაშეები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან. იყო საქმიანი შესაძლებლობების მოძიების, სწავლისა და ნეთვორქინგის უნიკალური პლატფორმა. დაჯილდოების ღონისძიების პარალელურად, ჩატარდა საერთშორისო კონფერენცია "Building Smart, Green and Liveable Cities", ასევე, დეველოპელური პროექტების საიტ ვიზიტები.
Fiabci Prix d’ Excellence Awards-ის ღონისძიების მიზანია საქართველო საერთაშორისო რუკაზე დაპოზოციონირდეს, როგორც მაღალი დონის, მომავლის პროექტების განმავითარებელი ქვეყანა.