top of page

THE WORLD’ S FINEST PROPERTY AWARD

ბათუმმა უძრავი ქონების მე-2 საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა


12 ოქტომბერს ბათუმში, გაიმართა უძრავი ქონების მე-2 საერთაშორისო ფორუმი: ,,შენება მდგრადი მომავლისთვის.“ აღნიშნული ღონისძიება უძრავი ქონების პროექტების დაჯილდოების, FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards 2024 ფარგლებში აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. ვერცხლის სპონსორი გახლდათ ,,საქართველოს ბანკი.”


ღონისძიებას ბათუმში სპეციალური მოწვევით ესწრებოდნენ FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი, ბატონი რამონ რიერა და FIABCI-ის ევროპის პრეზიდენტი, ბატონი ფელიჩე ტუფანო.


ფორუმი: ,,შენება მდგრადი მომავლისთვის” გახსნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ბატონმა ჯაბა ფუტკარაძემ. საღამოს ასევე ესწრებოდნენ მაღალი რანგის სხვა ქართველი და საერთაშორისო სტუმრები, სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.


ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსიების და პრეზენტაციების ფორმატებში ისაუბრეს და განიხილეს უძრავი ქონების თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და მსოფლიოში სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის ტურიზმის განვითარების, განათლების და არქიტეტურის ჭრილში.


ფორუმის ორგანიზატორები და მხარდამჭერები:


ორგანიზატორები:

  • FIABCI-Georgia, Property Georgia


მხარდამჭერები:

  • აჭარის მთავრობა

  • ,,საქართველოს ბანკი“-ვერცხლის სპონსორი;

  • ,,ალიანს ჯგუფი“-მხარდამჭერი

  • ,,სილქ როუდ ჯგუფი“-მხარდამჭერი;

  • ,,სოლვიტი“- ტექნიკური მხარდამჭერი.


Comentários


71 ვ. ფშაველას გამზირი; 0186, თბილისი

ტელეფონი:  +995 595 30 05 05 
ელფოსტა:  info@fiabcigeorgia.ge

Powered By

Organizers 

Copyrights © 2019 All Rights Reserved by FIABCI-Georgia.

EU_GEO_02 (1).png
bottom of page