top of page

ბათუმმა უძრავი ქონების პროექტების მე-2 ეროვნულ გალა-დაჯილდოებას უმასპინძლა!






უძრავი ქონების პროექტების გალა-დაჯილდოება FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards 2024, ბათუმში, 11 ოქტომბერს, გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერი აჭარის მთავრობა, ხოლო ვერცხლის სპონსორი -,,საქართველოს ბანკი" იყო.


აღსანიშნავია, რომ FIABCI-Georgia-ს რიგით მეორე Prix d’ Excellence დაჯილდოებამ უპრეცედენტოდ მაღალი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს უძრავი ქონების გამორჩეული პროექტები წელსაც სექტორის ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.


გამარჯვებული პროექტები ოქროს და ვერცხლის კატეგორიებში გამოვლინდნენ. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულებს შესაძლებლობა ეძლევათ აღნიშნული პროექტები FIABCI მსოფლიო დაჯილდოებაზე წარადგინონ.


ღონისძიებას ბათუმში სპეციალური მოწვევით ესწრებოდნენ FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი, ბატონი რამონ რიერა და FIABCI-ის ევროპის პრეზიდენტი, ბატონი ფელიჩე ტუფანო.


გალა-დაჯილდოება გახსნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბატონმა თორიკე რიჟვაძემ. საღამოს ასევე ესწრებოდნენ მაღალი რანგის სხვა ქართველი და საერთაშორისო სტუმრები, სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.


FIABCI-Georgia Prix d’ Excellence დაჯილდოების ორგანიზატორები და მხარდამჭერები:


ორგანიზატორები:

▪️ FIABCI-Georgia, Property Georgia


მხარდამჭერები:

▪️ აჭარის მთავრობა

▪️,,საქართველოს ბანკი“-ვერცხლის სპონსორი;

▪️,,ალიანს ჯგუფი“-მხარდამჭერი

▪️,,სილქ როუდ ჯგუფი“-მხარდამჭერი;

▪️,,სოლვიტი“- ტექნიკური მხარდამჭერი.

Comments


71 ვ. ფშაველას გამზირი; 0186, თბილისი

ტელეფონი:  +995 595 30 05 05 
ელფოსტა:  info@fiabcigeorgia.ge

Powered By

Organizers 

Copyrights © 2019 All Rights Reserved by FIABCI-Georgia.

EU_GEO_02 (1).png
bottom of page