
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი FIABCI-Georgia Prix d' Excellence Awards-ის მხარდამჭერი გახდა!
ლიკა ქარდავა
FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტი
მოხარულები ვართ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელ საქართველოსა და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია FIABCI-GEORGIA-ს შორის თანამშრომლობას ეყრება საფუძველი.
გლობალურად, FIABCI-ის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ურბანული გარემოს გაჯანსაღებაზე ზრუნვა და გრძელვადიანად, სექტორის მდგრად განვითარებაზე ორიენტაცია. სწორედ ამ მისიით მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ჩვენს ორგანიზაციას გაეროს სხვადასხვა პროგრამებთან, ინკლუზიური, უსაფრთხო, მდგრადი და მედეგი ქალაქებისა და თემების ასაშენებლად.
2022 წლის გაზაფხულზე FIABCI Prix d’ Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოების 30 წლიანი ისტორიაში ქართული ფურცელი იშლება და მოხარულები ვართ, რომ სწორედ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი საქართველოში „მდგრადი განვითარების“ ნომინაციის წარმდგენია.
სალომე ზურაბიშვილი
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.
გაეროს გლობალური შეთანხმების მიზანია ბიზნესში პასუხისმგებლიანი მიდგომების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მიღწევა კომპანიების ჩართულობით.
ინიციატივაში გაერთიანებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უძრავი ქონებისა და სამშენებლო სექტორში მოღვაწე სამეწარმეო სუბიექტებს უკავია. მათი მდგრადი და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევა მომგებიანია როგორც საზოგადოებისთვის ისე თავად კომპანიებისთვის.
მოხარული ვართ მხარი დავუჭიროთ FIABCI-GEORGIA PRIX D' EXCELLENCE AWARDS-ს და წარვადგინოთ „მდგრადი განვითარების“ ნომინაცია.“
Comments