top of page

დასაქმების ფორუმი

პირველად საქართველოში სამშენებლო-დეველოპერული სექტორის დასაქმების ფორუმი 10 დეკემბერს, თბილისში, ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში გაიმართა.

FIABCI-Georgia-ს და Property Georgia-ს და CMC-ის ორგანიზებით და ექსპოჯორჯიას მხარდაჭერით ჩატარებული ფორუმის მიზანი დამსაქმებლებს, სტუდენტებსა და სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში დასაქმების მსურველებს შორის შეხვედრის ორგანიზება და დასაქმების ხელშეწყობაა.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო უძრავი ქონების სექტორის 20-მდე წამყვანმა კომპანიამ, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან კი 100-მდე სტუდენტი იყო წარმოდგენილი.

ღონისძიება გაიხსნა პანელური დისკუსიით , რომელსაც უძღვებოდნენ მოწვეული სპიკერები:

ნინო მესაბლიშვილი - CMC ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი

სალომე არღვლიანი -EVA მმართველი პარტნიორი

დავით კენჭაძე - motivation.ge დამფუძნებელი

დავით ქარდავა - Cteam მმართველი პარტნიორი

ორგანიზატორების განცხადებით, უძრავი ქონების დასაქმების ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება და მეტად ფართო მასშტაბების შეიძენს.




Comments


71 ვ. ფშაველას გამზირი; 0186, თბილისი

ტელეფონი:  +995 595 30 05 05 
ელფოსტა:  info@fiabcigeorgia.ge

Powered By

Organizers 

Copyrights © 2019 All Rights Reserved by FIABCI-Georgia.

EU_GEO_02 (1).png
bottom of page