
შეხვედრას დაესწრნენ ასოციაციის წევრი კომპანიები, უძრავი ქონების წამყვანი მოთამაშეები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება გახსნა FIABCI-Georgia-ს მენეჯმენტმა. შეკრებილი აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ ასოციაციის ახალი წევრები.
დამსწრე საზოგადეოებას უძრავი ქონების 2023 წლის მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო CColliers Georgiaს წარმომადგენელმა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში დასახულ გეგმებზე ისაუბრეს FIABCI-Georgia-ს განათლების და ინვესტიციების მოზიდვის კომიტეტების ხელმძღვანელებმა.
FIABCI-Georgia განაგრძობს ახალი წევრების შემოერთებას და სექტორის გაძლიერებას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.



Comments