22 მაისს, FIABCI Georgia-სა და International Property Show (IPS)-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობას.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონია 22 მაისს დუბაიში გაიმართა. თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული უძრავი ქონების კომპანიები და ქვეყნის წარმომადგენლები ისარგებლებენ პრივილეგიებით, ფასდაკლებებით, საუკეთესო შესაძლებლობებით და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობით.
IPS არის უძრავი ქონების გაყიდვების უმსხვილესი პლატფორმა ახლო აღმოსავლეთში. ის ყოველწლიურად ატარებს უმაღლესი დონის გამოფენას, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ადგილობრივი და საერთაშორისო ქონების შესაძენად და გასაყიდად.
კავშირების დამყარების შესაძლებლობა: IPS გთავაზობთ პლატფორმას მრავალფეროვან და გავლენიან აუდიტორიასთან - მათ შორის ინდუსტრიის პროფესიონალებთან, დეველოპერებთან, ბროკერებთან, ინვესტორებსა და პოტენციურ კლიენტებთან დასაკავშირებლად. პლატფორმა ხელს უწყობს ისეთი თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი კომპანიის პროფილის გლობალურ დონეზე ამაღლება.
მსოფლიო ასპარეზი: IPS არის მსოფლიო დონის ღონისძიება, რომელიც იზიდავს პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან. ამ ღონისძიებაში მონაწილეობით თქვენ გაზრდით საკუთარ ხილვადობას და აღიარებას, მოიპოვებთ საერთაშორისო ბაზარზე გაფართოების შესაძლებლობას და მოიზიდავთ ახალ ინვესტორებს.
დამტკიცებული წარმატება: გასულ თებერვალს ჩატარებული IPS-ის მე-20 ღონისძიება გამორჩეულად წარმატებული იყო. სამი დღის მანძილზე ღონისძიებამ 16,450 ვიზიტორს უმასპინძლა. IPS ყოველწლიურად იმსახურებს როგორც გამოფენის მონაწილეების, ისე ვიზიტორების მოწონებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სანდო და აღიარებული პლატფორმაა.
აუდიტორია: IPS იზიდავს მასშტაბურ აუდიტორიას, მათ შორის დეველოპერებს, ასოციაციაბს, ბროკერებს, აგენტებს, სახელმწიფო ადმინისტრაციებს, ბიზნეს საბჭოებს და ა.შ.
უძრავი ქონების გამოფენასთან ერთად, IPS-ის კონფერენცია ხელს უწყობს სტუმრებს, უფრო ღრმად შეისწავლონ სექტორი, გაეცნონ ახალ იდეებს, ტენდენციებსა და სტრატეგიებს. IPS-ის კონფერენცია მოიცავს პრეზენტაციებს და პანელურ დისკუსიებს ისეთ საკითხებზე, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია უძრავი ქონების პროფესიონალთა კარიერული განვითარებისთვის და უძრავი ქონების კონკურენტული გარემოს უკეთ შესასწავლად.
სემინარები და ტრენინგები, მნიშვნელოვანი კონფერენციები, B2B და B2C შეხვედრები ხელს უწყობს უძრავი ქონების ახალი ტენდენციების შესწავლას, ისევე როგორც პოტენციურ ინვესტორებთან, ბროკერებთან და უძრავი ქონების პროფესიონალებთან პირდაპირი კავშირების დამყარებას.
„ქართული უძრავი ქონების სექტორი სწრაფად იზრდება. ბოლო წლებში ჩვენ გავხდით საინვესტიციო ჰაბი და რეგიონული და სადრთაშორისო ინვესტორების დესტინაცია. ჩვენ შევქმენით ძლიერი რეპუტაცია და უძრავი ქონების თანამედროვე ეკოსისტემა, რომელიც ფოკუსირებულია ტექნოლოგიურ წინსვლაზე. საქართველოს მდგრადი და უსაფრთხო რეპუტაცია გრძელვადიან პერსპექტივაში იძლევა გარანტიებს. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენგან ბევრს ვისწავლით!“, განაცხადა FIABCI- Georgia-ს პრეზიდენტმა და „შუხმან ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა.
„საქართველო არაბი ხალხისთვის საინტერესო და საყვარელი ადგილია. საინვესტიციო შესაძლებლობები, ტურიზმი და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს. ჩვენ დიდი სიხარულით გავუზიარებთ FIABCI Georgia-ს წევრებს და ქართულ უძრავი ქონების სექტორს ჩვენს გამოცდილებას, ექსპერტულ ცოდნას და მიღწევებს, რაც თქვენს ქვეყანას საშუალებას მისცემს, გახდეს წამყვანი დესტინაცია და მოიზიდოს ინვესტიციები IPS-ის არაბი და საერთაშორისო ინვესტორებისგან,“ განაცხადა IPS-ის ელიტური პორტფელების დირექტორმა, იბრაჰიმ ჯარადმა.
Comments