უძრავი ქონების სფეროს მოწვეულ გლობალურ ლიდერებთან ერთად ღონისძიებას ესწრება FIABCI-ის 500-ზე მეტი წარმომადგენელი 70 ქვეყნიდან, მათ შორის: დეველოპერები, არქიტექტორები, კონსტრუქტორები, ინვესტორები, რეალტორები, უძრავი ქონების მენეჯერები, კონსულტანტები და სხვა ექსპერტები.
FIABCI-Georgia მსოფლიო კონგრესზე უკვე მეორედ არის მიწვეული. პირველი ასეთი ვიზიტი საქართველოს ადგილობრივი წარმომადგენლობისთვის ბელგიის ქალაქ გენტში იყო 2019 წელს. ქართული დელეგაციისთვის პარიზის მსოფლიო კონგრესში მონაწილეობა უნიკალური საშუალებაა უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების გასაძლიერებლად და ახალი საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად.
აღნიშნულ ცერემონიას მოდერაციას უწევს ღონისძიებების საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი შვეიცარიიდან ფერნარდო ტიბერინი. ღონისძიების ფარგლებში იმართება ფორუმი Building Better Lives, B2B შეხვედრები და სხვა მრავალი ფორმალური და არაფორმალური აქტივობები, გლობალური ფინანსური ინსიტიტუტების /საინვესტიციო კომპანიების სესია, რომელსაც ხელმძღვანელებენ საინვესტიციო სფეროს წარმომადგენლები საფრანგეთიდან, მათ შორის უილ გიბი, სტივ ქოუენი. ასევე, დაგეგმილია უძრავი ქონების ექსპერტებისა და ქონების მართვის მენეჯერების, საბროკერო კომპანიების სესიები. გარდა ამისა, გაიმართება უძრავი ქონების პროექტების მსოფლიო დაჯილდოება „FIABCI WORLD PRIX D'EXCELLENCE AWARDS“, რომელიც საერთაშორისო ჟიურის დახმარებით გამოავლენს ისეთ პროექტებს, რომლებიც საუკეთესოდ განასახიერებენ სრულყოფილებას უძრავი ქონების ყველა კატეგორიაში.
კონგრესის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია არქიტექტურის როლზე და ევოლუციაზე „HOW IS ARCHITECTURE FOSTERING BETTER LIVES?“.
FIABCI, The International Real Estate Federation
Comments