top of page

 პროექტმა ,,მწვანე ქალაქი ლისზე" მაიამიში გამართულ FIABCI World Prix d' Excellence Awards-ზე უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა!

    უძრავი ქონების ოსკარების FIABCI World Prix d’Excellence Awards 2023-ის გამარჯვებული კატეგორიაში ,,გენერალური გეგმა” გახდა ,,მწვანე ქალაქი ლისზე“.

8 ივნისს FIABCI-ის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში გამართულ უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე ,,მწვანე ქალაქი ლისზე“ წარადგინა კომპანია ლისი დეველოპმენტმა.

საქართველოდან FIABCI-ის უძრავი ქონების პროექტების მსოფლიო დაჯილდოებაზე წელს წარმოდგენილები იყვნენ ეროვნულ დონეზე გამარჯვებული პროექტები, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ 2022 წლის 28 ოქტომბერს Property Georgia - ფროფერთი ჯორჯია-ს თანაორგანიზებით და ,,საქართველოს ბანკი • Bank of Georgia-ს მხარდაჭერით“, გამართულ FIABCI-Georgia Prix d’Excellence დაჯილდოებაზე შეარჩია.

FIABCI-Georgia ულოცავს მსოფლიო აღიარებას ,,მწვანე ქალაქი ლისზე“ და კომპანია - ლისი დეველოპმენტს!

352223674_800298638352088_4228246245175560085_n.jpg

71 ვ. ფშაველას გამზირი; 0186, თბილისი

ტელეფონი:  +995 595 30 05 05 
ელფოსტა:  info@fiabcigeorgia.ge

Powered By

Organizers 

Copyrights © 2019 All Rights Reserved by FIABCI-Georgia.

EU_GEO_02 (1).png
bottom of page