.png)
FIABCI-Georgia Prix d’ Excellence-უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული გალა-დაჯილდოება!
FIABCI-Georgia-მ პირველი ეროვნული Prix d’Excellence დაჯილდოების გამარჯვებულები გამოავლინა
უძრავი ქონების ოსკარების ოქროს და ვერცხლის გამარჯვებულები 2022:
-
დაბალსართულიანი საცხოვრებელი შენობები (5 სართული და ნაკლები) - ოქროს გამარჯვებული - „კრწანისი რეზორთ რეზიდენსი“.
-
საშუალო სიმაღლის საცხოვრებელი შენობები (5-დან 17 სართულამდე) - ოქროს გამარჯვებული - „დომუსი“
-
კურორტი - ოქროს გამარჯვებული - „შუხმან ჯგუფი“; ვერცხლის გამარჯვებული - ვილა რეზიდენსი“
-
ენერგო ეფექტური და მწვანე პროექტები - ოქროს გამარჯვებული - „თბილის ჰილსი“; ვერცხლის გამარჯვებული - „დომუსი“
-
მრავალფუნქციური კომპლექსი - ოქროს გამარჯვებული - „აქსის თაუერსი“
-
რესტორანი - ოქროს გამარჯვებული - „ეთნო წისქვილი“
-
სასტუმრო - ოქროს გამარჯვებული - ბუტიკური სასტუმრო „მანინო უწერა“; ვერცხლის გამარჯვებული - შუხმან ვაინს შატო და სპა
-
მდგრადი განვითარება - ოქროს გამარჯვებული - „მწვანე ქალაქი ლისზე“; ვერცხლის გამარჯვებული - „მეამა“
-
საოფისე ფართები - ოქროს გამარჯვებული - „მეამა“ ; ვერცხლის გამარჯვებული - „აქსის თაუერსი“
-
საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა - ოქროს გამარჯვებული - აჭარაბეთ არენა, კომპანიები „სიემსი“ და „ანაგი“
-
გენერალური გეგმა - ოქროს გამარჯვებული - „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ ; ვერცხლის გამარჯვებული - „მწვანე ქალაქი ლისზე“
დამატებით, სპეციალური ჯილდო შემდეგ სამ ნომინაციაში გაიცა:
-
FORBES WOMAN GEORGIA-ს ნომინაცია: გავლენიანი ქალი უძრავ ქონებაში - სიუზან გრინფილდი, FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი
-
ჟურნალ სითის ნომინაცია: ინოვატორი არქიტექტორი - გიორგი ხმალაძე
-
PROPERTY GEORGIA-ს ნომინაცია: სამშენებლო-საინჟინრო კომპანია „იმპოსტი მეპ“
FIABCI Prix d’Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოების 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი გადაიშალა. 28 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ გაიმართა უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება-FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022. ,,უძრავი ქონების ოსკარები“ ჩატარდა “საქართველოს ბანკის”, “გალტ ენდ თაგარტის” და “დიჯითალ არეას” მხარდაჭერით. ღონისძიების სპონსორები გახლდნენ: ,,თეთრი კვადრატი“-ვერცხლის სპონსორი, ,,ალიანს ჯგუფი“, ,,აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატა“ და ,,გრინ საიდი.“
პარტნიორთა შორის ასევე იყვნენ: Colliers Georgia, Expo Georgia და ,,საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE).
ეროვნულ დონეზე შერჩეული პროექტები ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად, სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოავლინეს. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დაჯილდოებაში FIABCI World Prix d'Excellence Awards.
28 ოქტომბრის რეგიონში პირველი დაჯილდოება გაიხსნა საერთაშორისო კონფერენციით ,,მწვანე, ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქები.“ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სფეროს ექსპერტებმა აშშ-დან, ევროპიდან, აზიიდან და ემირატებიდან. ღონისძიება ჩატარდა ,,პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოს“ პატრონაჟის ქვეშ, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით. სპონსორები გახლდნენ კომპანიები: ,,ვილა რეზიდენსი“- გენერალური სპონსორი, ,,ალიანს ჯგუფი“, ,,ლისი დეველოპმენტი,“ ,,იმპოსტი მეპი“, ,,ქინგს გარდენი“, ,,იორკ თაუერსი“. ,,რეფორმა“ და ,,ბიდიო.“
ორგანიზატორების განცხადებით,FIABCI-Georgia-ს მიზანია, აღნიშნული ღონისძიებებით საქართველო საერთაშორისო რუკაზე დაპოზიციონირდეს, როგორც მაღალი დონის, მომავლის პროექტების განმავითარებელი ქვეყანა.
28 ოქტომბრის ღონისძიებებზე ერთ სივრცეში შეიკრიბნენ უძრავი ქონების სექტორის წამყვანი მოთამაშეები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ეს იყო საქმიანი შესაძლებლობების მოძიების, სწავლისა და ნეთვორქინგის უნიკალური პლატფორმა.
უძრავი ქონების პროექტების Prix d’Excellence დაჯილდოება მუდმივ ხასიათს მიიღებს და საერთაშორისო კონფერენციასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.
ძირითადი კრიტერიუმები ყველა კატეგორიისთვის (გარდა გენერალური გეგმისა)
დაჯილდოების ცერემონია
ჟიური გამოავლენს თითოეულ ნომინაციში, მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს.
გამარჯვებული პროექტების გამოცხადება და დაჯილდოება მოხდება FIABCI Georgia-ს გალა-ცერემონიაზე.
ნომინაციები
აღნიშნული კატეგორიები განკუთვნილია მდგრადი და მედეგი პროექტებისა და შენობებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავლენენ განაშენიანებული გარემოს ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით ძალისხმევას.
მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობები
აპარტამენტები, კონდომინიუმები და ა.შ. (17 ან მეტი სართული).
საშუალო სიმაღლის საცხოვრებელი შენობები
აპარტამენტები, კონდომინიუმები და ა.შ. (5-ზე მეტი და 17-ზე ნაკლები სართული).
დაბალსართულიანი საცხოვრებელი შენობები
დასახლებები, საცხოვრებელი კომპლექსები და ა.შ. (5 ან ნაკლები სართული).
ხელმისაწვდომი საცხოვრებელი კომპლექსის კატეგორია
კერძო დეველოპერის ან საჯარო სექტორის პროექტი. შენობა უნდა აკმაყოფილებდეს ხელმისაწვდომი საცხოვრებელი კომპლექსის კრიტერიუმებს, ფასებსა და მითითებებს.
სასტუმრო/აპარტოტელი
დასვენებისა თუ ბიზნეს-დანიშნულების მქონე სასტუმრო ან აპარტამენტები, რომლებსაც გააჩნიათ მხოლოდ კომერციული ფუნქცია.
მრავალფუნქციური კომპლექსი
პროექტი, რომელიც მოიცავს სულ მცირე სამ ძირითად შემადგენელ ნაწილს (შენიშვნა: მხოლოდ მომსახურების გაწევის ან დამხმარე ფუნქციის მქონე ობიექტი არ მიიჩნევა ძირითად შემადგენელ ნაწილად). აღნიშნული ძირითადი კომპონენტები ფიზიკურად და ფუნქციურად უნდა იყოს ერთმანეთთან ინტეგრირებული და დაკავშირებული გადახურული საქვეითო არხებით. მაგ. პროექტი, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ, საოფისე და სავაჭრო ფუნქციებს.
საოფისე ფართები
საოფისე შენობები, საოფისე კომპლექსები, საოფისე პარკები.
საკურორტო ზონები (კურორტი)
დასასვენებელი ადგილი, სადაც ადამიანები ატარებენ შვებულებას ან არდადეგებს, მაგ. ზღვის კურორტები, სამთო კურორტები, გასართობი პარკები, ნავმისადგომები და ა.შ. დამოუკიდებელი კურორტი დიდწილად აკმაყოფილებს დამსვენებლის მოთხოვნებს ისე, რომ ამ უკანასკნელს არ უწევს ობიექტის ტერიტორიის დატოვება (მაგ. უზრუნველჰყოფს კვებას, საცხოვრებელს, გართობას, მაღაზიებს).
სავაჭრო ფართები
სავაჭრო ცენტრები, ჰიპერმარკეტები და ა.შ.
საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა
მხოლოდ სახელმწიფო თანხებით დაფინანსებული და განვითარებული პროექტები, მაგ. სამთავრობო შენობები, საჯარო საავადმყოფოები, გზები, ხიდები, აეროპორტები, პარკები, სტადიონები და ა.შ.
გენერალური გეგმა
განვითარების კონცეფციური გეგმა, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი უწყების მიერ. გეგმის სულ მცირე ერთი ეტაპი ( მაგ. გარეუბნის განვითარება ან დასახლების განვითარება) უნდა იყოს დასრულებული.
მდგრადი განვითარება
პროექტი, კომპანია, ადამიანები. აღნიშნული კატეგორია განკუთვნილია ეკო-მეგობრული, მდგრადი და მედეგი შენობებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთი სამოქმიანობით გავლენას ახდენენ გარემოს დაცვაზე.
ენერგოეფექტური და მწვანე პროექტები
ენერგოეფექტური შენობები (მაგ: მეტი ბუნებრივი სინათლე, წვიმის წყლის შენახვა / შეკრება და შემდგომი გამოყენება, მწვანე მშენებლობის სერტიფიკატი და ა.შ).
კულტურული მემკვიდრეობა
შესაბამისი უწყების/მფლობელის მიერ განსაზღვრულ ძველ შენობათა თავდაპირველი იერის აღდგენა ან მათი შენარჩუნება. აღდგენილ შენობას შეიძლება გააჩნდეს ნებისმიერი დანიშნულება, გამომდინარე მისი მფლობელის სურვილისგან. მემკვიდრეობის კატეგორიაში წარდგენილი შენობა შეიძლება ასევე წარდგენილი იქნეს სხვა შესაბამის კატეგორიაში. მაგალითად, თუკი შენობა ასრულებს სასტუმროს ფუნქციას, მფლობელს შეუძლია მისი წარდგენა როგორც მემკვიდრეობის, ისე სასტუმროს კატეგორიაში. მისი შეფასება მოხდება ორივე კატეგორიის კრიტერიუმების მიხედვით.
პროექტის წარსადგენად საჭიროა სარეგისტრაციო ინტერნეტ-ფორმის შევსება და ყველა საჭირო საბუთის ატვირთვა. სარეგისტრაციო ფორმაში თქვენ უნდა მონიშნოთ ის კატეგორიები, რომლებშიც გსურთ მონაწილეობის მიღება.
შერჩევის კრიტერიუმები:
• გამარჯვებულები თითოეულ კატეგორიაში
• ეროვნული ოქროს ჯილდო გადაეცემა თითოეულ კატეგორიაში საუკეთესო ეროვნულ პროექტს
• ეროვნული ვერცხლის ჯილდო გადაეცემა თითოეულ კატეგორიაში მეორე ადგილზე გასულ ეროვნულ პროექტს.
უძრავი ქონების ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური განიხილავს განაცხადებს და შეადგენს თითოეულ ნომინაციაში, მეორე ეტაპზე გადასული კომპანიების სიას. კანდიდატებს შესაძლებელია მოეთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.
გამარჯვებულთა შერჩევა
ჟიური მიიღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულ პროექტებთან დაკავშირებით. სიაში მოხვედრილი კანდიდატები დაესწრებიან დაჯილდოების ცერემონიას, სადაც დასახელდებიან საბოლოოდ გამარჯვებულები.
FIABCI-Georgia Prix d’Excellence-ის ჯილდოს გამოყენების წესები
გამარჯვებულებს შეეძლებათ FIABCI Georgia Prix d’Excellence Awards-ის პრესტიჟული ლოგოს გამოყენება საკუთარ ბიზნეს-მასალებში
გამარჯვებულების გაშუქება
FIABCI Georgia Prix d’Excellence Awards-ის გამარჯვებულები მოხვდებიან FIABCI Georgia Prix d’Excellence Awards-ის ბეჭდვითი გამოცემისა და ვებ-გვერდის საპატიო სიებში. გაშუქება მოხდება ასევე სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში.
ეროვვნულ დონეზე გამარჯვებულები საერთაშორისო კონკურში ჩაერთვებიან და მონაწილეობას მიიღებენ FIABCI Prix d’Excellence Awards-ში.
სპეციალური კატეგორიები
გავლენიანი ქალი უძრავ ქონებაში
უძრავი ქონების მფლობელი ან კომპანიაში მაღალ პოზიციაზე მომუშავე ქალები. გამარჯვებული გამოვლინდება FORBES Woman Georgia-ის მიერ.
ინოვატორი ინტერიერის დიზაინერი
ქართველი ინტერიერის დიზაინერი, რომლის პროექტებიც ქმნის სიახლეს და გამოირჩევა როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციურად, არის შექმნილი გარემოზე ზრუნვის კონცეფციით. გამარჯვებული გამოვლინდება ჟურნალ CITY-ის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდით: president@fiabcigeorgia.ge
გაიცანით ჟიურის წევრები

ირაკლი კილაურიძე
დირექტორი | Colliers International Georgia

ლილი ჩანგი
პრეზიდენტი -Treasure Dragon Corp.
პრეზიდენტი - World Council Of Developers, Investors (May 2020-May 2022) FIABCI

ვალიდ მოუსა
თავმჯდომარე
PBM Real Estate

კრის ლეპინი
ასოცირებული დირექტორი | Zaha Hadid Architects

დოქტორი დუიგუ ერთენი
დირექტორთა საბჭოს წევრი
Net zero carbon and Climate Resilience Leadership | Innovation | ESG | Impact|SDGs
_JPG.jpg)
ლელა მაჩაიძე
თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი |
პროექტების მართვის ინსტიტუტი, საქართველო.
ლელა მაჩაიძის საკონსულტაციო სააგენტო.

კატერინა პულუპჩუკი
საკონფერენციო კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი FIABCI International
Mallow Island - გენერალური დირექტორი, The Floating Smart City Project

სტივენ პასმორი
აღმასრულებელი დირექტორი | Resilience Brokers

სალომე ზურაბიშვილი
მდგრადი განვითარებაა
აღმასრულებელი დირექტორი | გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

მარკო მატეინი
არქიტექტორი | MATTEINI + ASSOCIATES

გიორგი ისაკაძე
მთავარი რედაქტორი | Forbes Georgia
მმართველი პარტნიორი | ბიზნეს მედია საქართველო

სალომე ტყეშელაშვილი
ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი | Area.ge

ანა არდელანი
მედეგობის მიმართულების ხელმძღვანელი | თბილისის მერია

მაია წერეთელი
ვიცე-პრეზიდენტი McInerney Hospitality International Georgia
