top of page

ბათუმმა უძრავი ქონების სფეროში წლის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას უმასპინძლა

🌐ბათუმმა უძრავი ქონების სფეროში წლის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას უმასპინძლა. 

🔹FIABCI-Georgia და Property Georgia-ს მიერ ორგანიზებული ფორუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პატრონაჟით ჩატარდა. ფორუმში მონაწილეობას FIABCI-ის მსოფლიო Prix d’Excellence დაჯილდოების გამარჯვებულები და უძრავი ქონების საერთაშორისო ოსკარების მფლობელი კომპანიები იღებენ მონაწილეობას.

🔹უძრავი ქონების სფეროში წლის მასშტაბურ ღონისძიებას წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, არქიტექტორები, ურბანისტები, ინვესტორები და ექსპერტები ესწრებოდნენ. ფორუმზე აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე პანელური დისკუსიის ფორმატში, ექსპერტებმა ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში B2B შეხვედრები გაიმართა. 
🔹ფლორიდაში, ქ.მაიამიში 5-9 ივნისს გამართულ  FIABCI-ის (უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია) 73-ე მსოფლიო კონგრესს, საქართველოდან დელეგაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, FIABCI-Georgia-ს მენეჯმენტის და წევრების შემადგენლობით ესწრებოდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 8 ივნისს, მსოფლიო ოსკარებად წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოება გაიმართა. FIABCI World Prix d’Excellence Awards-ზე ქართული პროექტები წელს პირველად იყო წარდგენილი. აღნიშნულმა პროექტებმა, მათ შორის ბათუმის სტადიონმა "აჭარა ბეთ არენამ", საქართველოს სახელით პირველად გაიმარჯვა და უძრავი ქონების სექტროში უმაღლესი ჯილდო-FIABCI World Prix d’Excellence აღიარება მოიპოვა.

დიდი მადლობა ღონისძიების მხარდაჭერისთვის:

bottom of page