THE WORLD’ S FINEST PROPERTY AWARD

,,მეამას" შენობამ მაიამიში გამართულ FIABCI World Prix d' Excellence Awards-ზე უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა!
უძრავი ქონების ოსკარების FIABCI World Prix d’Excellence Awards 2023-ის გამარჯვებული კატეგორიაში ,,ინოვაციური საოფისე შენობა“ გახდა ,,მეამა“.
8 ივნისს FIABCI-ის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში გამართულ უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე ,,მეამა“ ცნობილმა ქართველმა არქიტექტორმა, გიორგი ხმალაძემ წარადგინა.
საქართველოდან FIABCI-ის უძრავი ქონების პროექტების მსოფლიო დაჯილდოებაზე წელს წარმოდგენილები იყვნენ ეროვნულ დონეზე გამარჯვებული პროექტები, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ 2022 წლის 28 ოქტომბერს Property Georgia - ფროფერთი ჯორჯია-ს თანაორგანიზებით და ,,საქართველოს ბანკის მხარდაჭერით“, გამართულ FIABCI-Georgia Prix d’Excellence დაჯილდოებაზე შეარჩია.
FIABCI-Georgia ულოცავს მსოფლიო აღიარებას ,,მეამას“ და გიორგი ხმალაძეს მორიგ მსოფლიო აღაირებას!
