top of page

THE WORLD’ S FINEST PROPERTY AWARD

„ენერგოეფექტური მშენებლობა“

ენერგოეფექტური მშენებლობის პირველი საერთაშორისო ფორუმი საქართველოში 

55664399_2063124800452650_4357105650182914048_o.jpg

28 მარტს, საქართველოში პირველად გაიმართა ენერგოეფექტურობის საერთაშორისო კონფერენცია “ენერგოეფექტური მშენებლობა“. ღონისძიება ჩატარდა საქართველოში უძრავი ქონების წამყვანი ჰაბის - Property Georgia-სა და პასუხისმგებლიანი უძრავი ქონების საინვესტიციო საბჭო - საქართველოს ორგანიზებით და ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებების ცენტრის თანაორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “ფონდი მწვანე ზრდისთვის”. 

ქართველ პრეზენტატორებთან ერთად, კონფერენციის “ენერგოეფექტური მშენებლობა” სპიკერები იყვნენ ენერგოეფექტურობის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე პირები, რომლებიც წარმოადგენდნენ შემდეგ ორგანიზაციებს: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა, წამყვანი საერთაშორისო საბროკერო კომპანია Colliers International Georgia, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია FIABCI, ენერგოეფექტურობის ესტონური საკონსულტაციო კომპანია Pro Advice OU, კოპენჰაგენის ენერგოეფექტურობის ცენტრი და Macs Energy & Water.

71 ვ. ფშაველას გამზირი; 0186, თბილისი

ტელეფონი:  +995 595 30 05 05 
ელფოსტა:  info@fiabcigeorgia.ge

Powered By

Organizers 

Copyrights © 2019 All Rights Reserved by FIABCI-Georgia.

EU_GEO_02 (1).png
bottom of page