top of page

„მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ - საქართველო, 2019 წ.

უძრავი ქონებისა და სასტუმროს ბიზნესის პირველი ყოველწლიური ფორუმი

IMGL9256.jpg

2019 წლის 15 ოქტომბერს, თბილისში პირველად ჩატარდა უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის ყოველწლიური ფორუმი „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“. ფორუმი გაიმართა Property Georgia-სა და FIABCI Georgia-ს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის, Galt & Taggart-ისა და Digital Area-ს მხარდაჭერით. ღონისძიების მიზანი იყო მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, საერთაშორისო მიმზიდველობის ცენტრად პოზიციონირება. ღონისძიებას დაესწრო 300-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან.  პანელური დისკუსიების და პრეზენტაციების ფორმატში განხილული იქნა ისეთი  მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: მდგრადი ქალაქების მშენებლობის ეკონომიკური შედეგები, ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება,  არქიტექტურა მდგრადი განვითარებით ცნობილ წამყვან ქალაქებში, ფინანსებზე წვდომა და ქვეყნების  საინვესტიციო შესაძლებლობები. პანელურ დისკუსიებში ჩართული იყო 25-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი პრეზენტატორი, მათ შორის FIABCI-ის უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო პრეზიდენტი ვალიდ მუსა, “ზაჰა ჰადიდის არქიტექტურული ბიუროს” ასოცირებული დირექტორი კრის ლეპინი, “მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის” პროგრამების მენეჯერი სონია  ფიგუერასი და სხვები. ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო სექტორისა და ბიზნესის, ასევე დიპლომატიური კორპუსუს წარმომადგენლები. 

ფორუმის ფარგლებში, 16-17 ოქტომბერს  50-ზე მეტი ინვესტორისთვის  გაიმართა უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები თბილისსა და რეგიონებში.

bottom of page