„ლისი დეველოპმენტის“ მწვანე ქალაქი ლისზე | LISI Green Town


პრემიალური უძრავი ქონების სექტორში უახლესი, საუკეთესო სამშენებლო-დეველოპერული პრაქტიკების გაზიარებისა და თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ჩვენი წევრი კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ მწვანე ქალაქი ლისზე | LISI Green Town მენეჯმენტის წარმომადგენლებმა, FIABCI-Georgia-ს გუნდს, პარტნიორ საბროკერო და საკონსულტაციო კომპანიებს უმასპინძლეს.

ადგილზე გავეცანით დასრულებულ, მიმდინარე და მომავალ პროექტებს საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მწვანე ქალაქი ლისზე | LISI Green Town, ბევრად მეტია ვიდრე საცხოვრებელი კომპლექსი ან ახალი უბანი. ეს არის უკვე განვითარებული, სრულფასოვანი მცირე-ქალაქი ქალაქში. საკუთარი გენერალური გეგმით, რომელიც იმ სურვილების მიხედვით შეიქმნა, გაშენდა და გრძელდება სრულყოფა, რისი ასრულების შესაძლებლობასაც ფიზიკურად აღარ იძლეოდა უძრავი ქონების სექტორი თბილისში.

ეს არის ქალაქი, სადაც მწვანე სივრცე ერთ სულ მოსახლეზე ევროპულ სტანდარტსაც აღემატება და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ ზღვარსაც.

ქალაქი სადაც 1,5 საპარკინგე სივრცე გავითვალისწინეთ ყოველ მოსახლეზე, ქალაქი სადაც განაშენიანების გეგმა, წინასწარ არის შეთანხმებული ყველა ბინადართან და მოულოდნელობებისგანაც ყველა დაზღვეულია.


ქალაქი, სადაც ვეებერთელა ხეებს, პატარა ბუჩქებს და უბრალო მინდვრის ყვავილებსაც აქვთ თავისი როლი და ეს ქალაქი, თბილისის ცენტრიდან 15 წუთის სავალზეა გაშენებული.


2012 წლიდან 2020 წლამდე, ლისი დეველოპმენტმა რვა International Property Awards-ში გაიმარჯვა კატეგორიებში: Best Developer, Mixed Use Development and Residential Development of Georgia. 2016 წელს EUROPEAN CEO-ზე კომპანია დასახელდა, როგორც საუკეთესო „მწვანე დეველოპერი”. 2014 წლიდან 2017 წლამდე, უწყვეტად ენიჭებოდა საქართველოს Golden Brand-ის ჯილდო. ასევე 2014 წელს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ქართული მწვანე ბიზნესის სპეციალური ჯილდო გადასცა. 2017 წელს კიევში, ლისი, EEA Real Estate Forum & Project Awardsზე, წლის დეველოპერად დასახელდა, ხოლო პროექტი „მწვანე ქალაქი ლისზე“ ცალკე დაჯილდოვდა კატეგორიებში: Residential Complex of the Year და Residential Community of the Year.


მრავალ წარმატებას ვუსურვებთ "ლისი დეველოპმენტს" !


დიდი მადლობა ყველა მონაწილეს!



  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn