top of page

17 ნოემბერს თბილისში სამშენებლო ფორუმი ,,მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიები ურბანულ განვითარება



ღონისძიება Property Georgia-ს და FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმის სპონსორები არიან ,,პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო" (Polish Investment and Trade Agency (PAIH) და პოლონეთის საელჩო საქართველოში. ღონისძიების პარტნიორია ,,სოლიდარობის ფონდი" (Solidarity Fund PL - Fundacja Solidarności Międzynarodowej).




მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიების ურბანულ ფორუმს გახსნა პოლონეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა მარიუშ მაშკიევიცმა. ფორუმი ორი სესიისგანშედგებოდა. პირველი სესია შეეხო მდგარდი ურბანულ განვითარების გეგმარებას და დაფინანსებას , მეორე სესია კი დაეთმო მწვანე და თანამედროვე ჭკვიანი ქალაქების ტექნოლოგიებს ურბანული განვითარების ჭრილში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის საელჩოს მიერ სპეციალურად მოწვეული სპიკერებმა: ბატონმა ლუკაშ პანჩევიჩმა, ურბანული განვითარების და სივრცითი დაგეგმარების ექსპერტმა, გდანსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან და ბატონმა მატეუშ ლუბამ, დოქტორი - ბიოტექნოლოგი, ვარშავას ელექტროტექნიკის ინსტიტუტუდან.




,,პოლონეთის სავაჭრო და საინვესტიციო სააგენტოს" ხელმძღვანელის, ეკატერინე ბერუაშვილის განცხადებით, თანამედროვე ურბანული დაგეგმარების წინაშე დგას ძალიან დიდი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ურბანული მოსახლეობის დინამიურ ზრდასთან, გარემოს დაბინძურებასთან და ბუნებრივ რესურსებზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობასთან. ,,ამ გამოწვევებთან საბრძოლველად, პოლონეთი ახორციელებს სხვადასხვა ინიციატივებს, რომელიც ხელს უწყობს მწვანე ტექნოლოგიების განვითარებას. ეს ქვეყანა საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს განახლებადი ენერგიის განვითარებაში, განსაკუთრებით ქარის ელექტროსადგურების სფეროში ასევე ხელს უწყობს ელექტრომობილობის განვითარებას," აღნიშნა ეკატერინე ბერუაშვილმა. მისივე თქმით, პოლონეთის ხელისუფლებამ დანერგა ენერგოეფექტურობის მხარდამჭერი პროგრამები შენობებსა და საწარმოებში აგრეთვე აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო ინიციატივებში. პოლონეთისთვის ასევე მნიშვნელოვანია სივრცის დაგეგმარება და მიწის განვითარება, რაც მოიცავს ბუნებრივი ტერიტორიების დაცვას და ეკოლოგიური ურბანული გადაწყვეტილების ხელშეწყობას.


,, Property Georgia-ს და FIABCI-Georgia-ს დაფუძნების პირველივე დღიდან ჩვენი აქტივობების უმეტესი ნაწილი მწვანე, მდგრადი და მედეგი მშენებლობის და ურბანისტიკის საუკეთესო პრაქტიკების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ცოდნის გაზიარებას ემსახურება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ამ თემების მნიშვნელოვნების გასაზრდელად, ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად და ინდუსტრიის ეკოსისტემის გასაუმჯობესებლად სფეროსთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტეიკჰოლდერის ჩართვას და გაერთიანებას," აღნიშნა ლიკა ქარდავამ, Property Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა და დამფუძნებელმა.



,,მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიები ურბანულ განვითარებაში,"-აღნიშნული ფორუმის დასახელაბაში აქცენტირებული თემები და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სექტორისთვის. ყველა მიმართულებაში, იქნება ეს ენეგოეფექტური მშენებლობა თუ ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რაც დადებითად აისახება სამშენებლო უძრავი-ქონების სექტორის მდგრად განვითარებაზე და განაპირობებს ნაკლებ CO2 ემისიებს გარემოში, პოლონეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. მნიშვნელოვანია განვიხილოთ მათი პრაქტიკული გამოცდილება, თუ როგორ ახდენენ ამ ყველაფერის იმპლემენტაციას უძრავი ქონების პროექტებში, ქალაქების დაგეგმარებასა თუ საჯარო სივრცეების მოწყობაში. პოლონეთის მხრიდან ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო პრაქტიკის გაზიარება, " აღნიშნა ნუცა აბრამიშვილმა, FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა. ის ასევე გახლავთ ,,შუხმან ჯგუფის" გენერალური დირექტორი. ნუცას აბრამიშვილის თქმით, საქართველოში, როგორც ევროპული სტანდარეტების ქვეყენაში, რომელიც კანონმდებლობით უკვე ითვალისწინებს მწვანე მშენებლობის რიგ საკითხებს, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი განახლებადი ენერგიის მიმართულებების განსავითარებლადაც, როგორებიცაა, მაგალითისთვის მზის და ქარის ენერგია. ,,ეს არის მომავალი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია განვითარებასთან, ნაკლები ენერგიის დახარჯვასთან და გარემოს უკეთ გაფრთხილებასთან," განმარტა მან.




,,გასულ წელს პოლონეთმა ევროკავშირის ქვეყნებს შორის CO2 ემისიებს ყველაზე მეტი კლება აჩვენა. ადგილობრივი მსხვილი ენერგო მწარმოებლები ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევას გეგმავენ შემდგომი 15-20 წლის პერსპექტივაში. იგივე შეეხება ავტომობილებსაც. როგორც ვხედავთ, მდგრადი ურბანული განვითარების და ჭკვიანი ქალაქების ტექნოლოგიების პოლონური გამოცდილება მნიშვნელოვანია გაზიარდეს მუნიციპალიტეტებთან და ადგილობრივ უძრავი ქონების სექტორთან. ამასთან, ევროპასთან ინტეგრაციის მიახლოებასთან ერთად, ჩვენს ქვეყანას ეკისრება პასუხისმგებლობა აწარმოოს ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება-გაუმჯობესებაზე მიმართული მდგრადი სამშენებლო პოლიტიკა," განაცხადა ქეთი ტაბატაძემ, Property Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა და თანა-დამფუძნებელმა.


ფორუმზე მოწვეულმა პოლონელმა და ქართველმა ექსპერტებმა ისაუბრებეს მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიების როლზე ურბანულ განვითარებაში და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარესორი ქვეყნის ქალაქების ღირებული ინსაითები და გამოცდილება. სესიების დასრულების შემდგომ მოწვეული კომპანიების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ მონაწილე პოლონური კომპანიებს B2B / B2G ფორმატში.


ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება თავისი შინაარსით და ფორმატით, კერძო-საჯარო თანამშრომლობის მორიგი გამორჩეული მაგალითია, რაც სხვადასხვა სახის შეხვედრებში შემდგომშიც გაგრძელდება.





bottom of page