,,აწარმოე საქართველოში" FIABCI-Georgia Prix d'Excellence Awards-ის შესახებ




2022 წლის აპრილის თვეში საქართველოში პირველად გაიმართება FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის დაჯილდოება. ღონისძიების მთავარი პარტნიორები არიან: ,,საქართველოს ბანკი,“ ,,გალტ ენდ თაგარტი” და “დიჯითალ არეა.”


უძრავი ქონების საერთასორისო ფედერაციის, FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით რჩეულ პროექტებს შეაფასებენ ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სფეროს წამყვანი ექსპერტები. დაჯილდოება მოიცავს 12 ნომინაციას, შერჩევა კი მოხდება 6 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით, ესენია : კონცეფცია, არქიტექტურა, სამშენებლო პროცესი, ინოვაცია, მდგრადობა და ურბანული ინტეგრაცია.


განაცხადების მიღება დაწყებულია და გრძელდება 28 თებერვლამდე!


გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2022 წლის აპრილის თვეში, რის შემდეგაც მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო FIABCI World Prix d’ Excellence Awards - ის დაჯილდოებაზე.


ახლა კი უშუალოდ დაჯილდოებაზე, Prix d’ Excellence Awards-ის მნიშვნელობასა და მოლოდინებზე გვესაუბრება ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი,


ბატონი: დავით ტავლალაშვილი.


- ბატონო დავით, პირველ რიგში მადლობა ნდობისთვის და პარტნიორობისთვის. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება FIABCI-Georgia-ს და მისი საქმიანობის შესახებ.


- FIABCI-Georgia ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა. ქართულ კომპანიებსა და პროფესიონალებს საშუალება ეძლევათ გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ კავშირები უცხოელ პარტნიორებთან. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს რომ საქართველო უძრავი ქონების მსოფლიო რუკაზე უფრო აქტიურად გამოჩნდება.  


- როგორც იცით, საქართველოში პირველად იმართება უძრავი ქონების პროექტების მასშტაბური დაჯილდოება. რას ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია   FIABCI- Georgia Prix d’ Excellence Awards-ი სექტორისთვის?


- მსგავსი მასშტაბის დაჯილდოების გამართვა კიდევ ერთი სიგნალია ქართული უძრავი ქონების სექტორის ზრდისა და განვითარების. მსგავსი ინიციატივები დამატებითი ბიძგი იქნება სექტორისთვის, რადგან გაჩნდა კიდევ უფრო მაღალი თამასა.


- სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ , როგორც პარტნიორი ორგანიზაციისთვის,

რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული დაჯილდოება?


- FIABCI-Georgia-ს დაჯილდოება საქართველოში შეკრებს უძრავი ქონების სექტორში საერთაშორისო კომპანიებს და პროფესიონალებს და საქართველოს როგორც ბიზნესის კეთების კუთხით მიმზიდველ გარემოს გააცნობს მათ. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი სააგენტო სქართველოში ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს, ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.


- რას ურჩევდით დეველოპერებს, რაში დაეხმარებათ და რატომ უნდა შემოუერთდნენ დაჯილდოებას?


- FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ი არის შესანიშნავი შესაძლებლობა კომპანიებისთვის წარმოაჩინონ საკუთარი თავი და პროექტები როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, რაც თავად ჯილდოზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn