top of page

THE WORLD’ S FINEST PROPERTY AWARD

Search

get together

23 დეკემბერს FIABCI-Georgia -ს წევრების #gettogether წინასაახალწლო შეხვედრას Prix d Excellence-ის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულმა კომპანიამ Meama - მეამა უმასპინძლა.

პროექტის არქიტექტორმა, ბატონმა გიორგი ხმალაძემ სტუმრებს დაათვალიერებინა შენობა და ისაუბრა მისი შექმნის ინსპირაციაზე და არქიტექტურულ კონცეფციაზე.

"მეამას" წარმოების ხელმძღვანელმა FIABCI-Georgia-ს წევრებს საწარმოო პროცესი გააცნო და ასევე, კომპანიის ინოვაციურ მიდგომებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა ლიკა ქარდავამ წევრებს სექტორში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

FIABCI-Georgia-ს წინასაახალწლო შეხვედრაზე გათამაშდა Alliance Palace Batumi, Axis Towers • აქსის თაუერსი, Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA და Meama - მეამა-ს პრიზები დამსწრეებისთვის.

დიდი მადლობა FIABCI-Georgia-ს წევრებს, გუნდს და მასპინძელს არაჩვეულებრივი დღისთვის!

ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

Photo Credit: Alex Chagunava




 
 
 

Comments


71 ვ. ფშაველას გამზირი; 0186, თბილისი

ტელეფონი:  +995 595 30 05 05 
ელფოსტა:  info@fiabcigeorgia.ge

Powered By

Organizers 

Copyrights © 2019 All Rights Reserved by FIABCI-Georgia.

EU_GEO_02 (1).png
bottom of page