ფიაბცი-საქართველომ ფიაბცი-აზია-წყნარი ოკეანის ვიცე-პრეზიდენტს და ინდონეზიელ დიპლომატს უმასპინძლა




ავტორი: ანი კაკურია


ფიაბცი-საქართველომ ფიაბცი-აზია-წყნარი ოკეანის ვიცე-პრეზიდენტს და ინდონეზიელ დიპლომატს Tbilisee Hotel-ში უმასპინძლა ავტორი: ანი კაკურია 31 მაისს გაიმართა ფიაბცი-საქართველოს შეხვედრა ფიაბცი-აზია-წყნარი ოკეანის ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ რუსმინ ლოვინთან და ინდონეზიის კონსულთან კიევში, ბატონ ბასკარა პრადიპტასთან.

Tbilisee Hotel-ის ვერანდაზე სტუმრებმა არაფორმალურ ვითარებაში ისაუბრეს საქართველო-ინდონეზიის ორმხრივ ურთიერთობებზე და კერძოდ, უძრავი ქონების სექტორში არსებულ შესაძლებლობებზე. ფიაბცი-საქართველოს თანა-დამფუძნებლების ლიკა ქარდავას, ქეთი ტაბატაძის და ნუცა აბრამიშვილის თქმით, ინდონეზიის მხრიდან არის ინტერესი საქართველოს მიმართ და უახლოეს მომავალში გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები და ამაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ფიაბცი-საქართველო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფიაბცი-საქართველოს დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლები, ფედერაციის წევრები, საპატიო სტუმრები დიპლომატიური კორპუსიდან და წარმომადგენლები სააგენტოდან ,,აწარმოე საქართველოში.” სიმბოლურია, რომ სწორედ Tbilisee Hotel-ის ტერასაზე, საიდანაც მთელი ქალაქის არაჩვეულებრივი ხედი იშლება, არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გამართულ ბრანჩზე, მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს უძრავი ქონების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. შეგახსენებთ, რომ ფიაბცი-საქართველო უძრავი ქონების პროფესიონალთა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა, რომელიც წარმოდგენილია 70 ქვეყანაში. საქართველოში ფედერაციის ეროვნული წარმომადგენლობა 2019 წელს ჩამოყალიბდა Property Georgia-ს ინიციატივით და დღეს ის უკვე 26 კომპანიას აერთიანებს.

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn