top of page

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უძრავი ქონების პროფესიონალთა გაერთიანებას FIABCI Georgia-ს შორის უ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ნიკოლოზ ყაველაშვილმა და FIABCI Georgia-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლია ქარდავამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა - ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კვლევებისა და ინიციატივების განხორციელების გზით; უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა - შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებისა და სტუდენტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით აქტიური პრაქტიკის გავლა.


bottom of page