top of page

შეხვედრა ამერიკის საელჩოს ეკონომიკურ ატაშესთან, ქალბატონ ბრუკ სანთან.

14 დეკემბერს , სასტუმრო Hilton Garden Inn-ში FIABCI-Georgia-ს ინიციატივით შედგა შეხვედრა ამერიკის საელჩოს ეკონომიკურ ატაშესთან, ქალბატონ ბრუკ სანთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ FIABCI-Georgia -ს პრეზიდენტი ლიკა ქარდავა, ივენთების და პროტოკოლის მენეჯერი ელენე კიკნაველიძე და Prix d’ Excellence Awards-ის გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც ქალბატონ ბრუკს გააცნეს მათი პროექტების შესახებ ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე მიმოხილულ იქნა უძრავი ქონების სექტორის მიმდინარე ტენდენციები და მოლოდინები.


2023 წლის ივნისში მაიამიში (აშშ) გაიმართება FIABCI World Prix d’ Excellence Awards-ის საერთაშორისო დაჯილდოება, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ნაციონალურ დონეზე გამარჯვებულ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

შესაბამისად, საქართველოში გამარჯვებული პროექტები მსოფლიო დაჯილდოებაზე წარსდგებიან და იასპარეზებენ საერთაშორისო არენაზე.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ თითოეულ გამარჯვებულ კომპანიას და ვუსურვებთ წარმატებას მსოფლიო დაჯილდოებაზე.




















bottom of page