THE WORLD’ S FINEST PROPERTY AWARD


FIABCI-Georgia Prix d' Excellence Awards
ქალაქი: თბილისი
თარიღი: ნოემბერი 2026
საქართველოში უკვე მესამედ FIABCI-Georgia Prix d' Excellence Awards გაიმართება, რომელიც უძრავი ქონების საუკეთესო პროექტებს გამოავლენს.
FIABCI-Georgia Prix d’Excellence დაჯილდოების ეროვნულ დონეზე გამარჯვებულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი დასრულებული პროექტები საქართველოს სახელით მსოფლიო დაჯილდოებაზე წარადგინონ და მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ FIABCI-Georgia-ს წევრ კომპანიებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ნომინაციები
აღნიშნული კატეგორიები განკუთვნილია მდგრადი და მედეგი პროექტებისა და შენობებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავლენენ განაშენიანებული გარემოს ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით ძალისხმევას.
მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობები
აპარტამენტები, კონდომინიუმები და ა.შ. (17 ან მეტი სართული).
საშუალო სიმაღლის საცხოვრებელი შენობები
აპარტამენტები, კონდომინიუმები და ა.შ. (5-ზე მეტი და 17-ზე ნაკლები სართული).
დაბალსართულიანი საცხოვრებელი შენობები
დასახლებები, საცხოვრებელი კომპლექსები და ა.შ. (5 ან ნაკლები სართული).
ხელმისაწვდომი საცხოვრებელი კომპლექსის კატეგორია
კერძო დეველოპერის ან საჯარო სექტორის პროექტი. შენობა უნდა აკმაყოფილებდეს ხელმისაწვდომი საცხოვრებელი კომპლექსის კრიტერიუმებს, ფასებსა და მითითებებს.
სასტუმრო/აპარტოტელი
დასვენებისა თუ ბიზნეს-დანიშნულების მქონე სასტუმრო ან აპარტამენტები, რომლებსაც გააჩნიათ მხოლოდ კომერციული ფუნქცია.
მრავალფუნქციური კომპლექსი
პროექტი, რომელიც მოიცავს სულ მცირე სამ ძირითად შემადგენელ ნაწილს (შენიშვნა: მხოლოდ მომსახურების გაწევის ან დამხმარე ფუნქციის მქონე ობიექტი არ მიიჩნევა ძირითად შემადგენელ ნაწილად). აღნიშნული ძირითადი კომპონენტები ფიზიკურად და ფუნქციურად უნდა იყოს ერთმანეთთან ინტეგრირებული და დაკავშირებული გადახურული საქვეითო არხებით. მაგ. პროექტი, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ, საოფისე და სავაჭრო ფუნქციებს.
საოფისე ფართები
საოფისე შენობები, საოფისე კომპლექსები, საოფისე პარკები.
საკურორტო ზონები (კურორტი)
დასასვენებელი ადგილი, სადაც ადამიანები ატარებენ შვებულებას ან არდადეგებს, მაგ. ზღვის კურორტები, სამთო კურორტები, გასართობი პარკები, ნავმისადგომები და ა.შ. დამოუკიდებელი კურორტი დიდწილად აკმაყოფილებს დამსვენებლის მოთხოვნებს ისე, რომ ამ უკანასკნელს არ უწევს ობიექტის ტერიტორიის დატოვება (მაგ. უზრუნველჰყოფს კვებას, საცხოვრებელს, გართობას, მაღაზიებს).
სავაჭრო ფართები
სავაჭრო ცენტრები, ჰიპერმარკეტები და ა.შ.
საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა
მხოლოდ სახელმწიფო თანხებით დაფინანსებული და განვითარებული პროექტები, მაგ. სამთავრობო შენობები, საჯარო საავადმყოფოები, გზები, ხიდები, აეროპორტები, პარკები, სტადიონები და ა.შ.
გენერალური გეგმა
განვითარების კონცეფციური გეგმა, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი უწყების მიერ. გეგმის სულ მცირე ერთი ეტაპი ( მაგ. გარეუბნის განვითარება ან დასახლების განვითარება) უნდა იყოს დასრულებული.
მდგრადი განვითარება
პროექტი, კომპანია, ადამიანები. აღნიშნული კატეგორია განკუთვნილია ეკო-მეგობრული, მდგრადი და მედეგი შენობებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთი სამოქმიანობით გავლენას ახდენენ გარემოს დაცვაზე.
ენერგოეფექტური და მწვანე პროექტები
ენერგოეფექტური შენობები (მაგ: მეტი ბუნებრივი სინათლე, წვიმის წყლის შენახვა / შეკრება და შემდგომი გამოყენება, მწვანე მშენებლობის სერტიფიკატი და ა.შ).
კულტურული მემკვიდრეობა
შესაბამისი უწყების/მფლობელის მიერ განსაზღვრულ ძველ შენობათა თავდაპირველი იერის აღდგენა ან მათი შენარჩუნება. აღდგენილ შენობას შეიძლება გააჩნდეს ნებისმიერი დანიშნულება, გამომდინარე მისი მფლობელის სურვილისგან. მემკვიდრეობის კატეგორიაში წარდგენილი შენობა შეიძლება ასევე წარდგენილი იქნეს სხვა შესაბამის კატეგორიაში. მაგალითად, თუკი შენობა ასრულებს სასტუმროს ფუნქციას, მფლობელს შეუძლია მისი წარდგენა როგორც მემკვიდრეობის, ისე სასტუმროს კატეგორიაში. მისი შეფასება მოხდება ორივე კატეგორიის კრიტერიუმების მიხედვით.
პროექტის წარსადგენად საჭიროა სარეგისტრაციო ინტერნეტ-ფორმის შევსება და ყველა საჭირო საბუთის ატვირთვა. სარეგისტრაციო ფორმაში თქვენ უნდა მონიშნოთ ის კატეგორიები, რომლებშიც გსურთ მონაწილეობის მიღება.
შერჩევის კრიტერიუმები:
• ეროვნული ოქროს ჯილდო გადაეცემა თითოეულ კატეგორიაში საუკეთესო ეროვნულ პროექტს
• ეროვნული ვერცხლის ჯილდო გადაეცემა თითოეულ კატეგორიაში მეორე ადგილზე გასულ ეროვნულ პროექტს.
უძრავი ქონების ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური განიხილავს განაცხადებს და შეადგენს თითოეულ ნომინაციაში, მეორე ეტაპზე გადასული კომპანიების სიას. კანდიდატებს შესაძლებელია მოეთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.
გამარჯვებულთა შერჩევა
ჟიური მიიღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულ პროექტებთან დაკავშირებით. სიაში მოხვედრილი კანდიდატები დაესწრებიან დაჯილდოების ცერემონიას, სადაც დასახელდებიან საბოლოოდ გამარჯვებულები.